Sunday, March 27, 2016
Thursday, March 17, 2016
Monday, March 14, 2016
Just show this game to your kids and they will love it :)
http://learnenglishkids.britishcouncil.org/en/fun-games/trolley-dash
საინტერესო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი და გვარი: ელენა პეტროვა
სწავლების
საგანი: ინგლისური ენა
გაკვეთილის
თემა: მაღაზიების დასახელებები
სწავლების
საფეხური: ს1
მოსწავლეთა
პროფილი: -
დრო:
45 წუთი
წინარე
ცოდნა: სხვადასხვა პროდუქტების
დასახელებების გამეორება (მაგ. ხილი, ბოსტნეული, პური, ნამცხვარი, კამფეტები...
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები:
უცხ.ს.I.7. მოსწავლეს შეუძლია საჯარო
წარწერების (მაგ., გამაფრთხილებელი
წარწერის, გაჩერების/ მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელების და სხვა) წაიკითხვა
და გაგება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს
მითითებულ ინფორმაციას.
უცხ.ს.I.16. მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილების
ცხრილის, კვირის/დღის განრიგის, ანკეტის შევსება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს
მონაცემებს/საქმიანობებს შესაბამის ადგილას.
აქტივობა 1:
გონებრივი იერიში - მასწავლებელი სვამს კითხვებს თუ რომელი პროდუქტებია მათთვის ნაცნობი.
მასწავლებელი წერს დაფაზე წარმოტქმულ იდეებს.
აქტ.2:
მასწავლებელს აქვს მომზადებული 6 ბარათი, რომლებზეც დაწერილია მაღაზიების დასახელებებს(
აფთიაქი, ბაზარი, პურ-ფუნთუშეულის მაღაზია და ა.შ) აჩვენებს მოსწავლეებს და მინიშნებებით
ცდილობს მიახვედროს მნიშვნელობა და თუ მაღაზია ნაცნობია მოსწავლეები უბრალოდ იხსენებენ
მათ.
აქტ.3:
მასწ. ურიგებს მოსწავლეებს დავალებას handout 1,სადაც მოსწვლეებმა უნდა დააკავშრონ
სურათები მაღაზიის დასახელებებთან (წყვილებში), შემდეგ მასწ. ამოწმებს მთელს კლასთან.
აქტ.4:
მასწ. წარუდგენს მოსწებს სტრუქტურას,თუ როგორ
უნდა მოიქცნენ მაღაზიაში ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვისას, რა ფრაზები უნდა გამოიყენონ
გამყიდველთან.
Can
I have ….. ,please? Excuse
me, have you got any…. ? მასწი ამეორებინებს რამოდენიმეჯერ
(ცოდნას ამტკიცებს)
აქტ.5:
ცოდნის შემოწმების მიზნით მასწავლებელი ჩამოატარებს ქილას სადაც დაწერილია 2 პოზიცია:
მომხმარებელი და მაღაზიის კონსულტანტი მოსწავლეები თავად ირჩევენ მათ. მომხმარებლებს ურიგებს ბარათებს პროდუქტების სიით,
ხოლო მაღაზიის წარმომადგენლებს სტხოვს დაამზადონ მაღაზიის ნიშანი. პარალელურად, მასწავლებელი ურიგებს მაღაზიის წარმომადგენლებს
იმ პროდუქტების სურათებს, რომელიც მათ აქვთ მაღაზიაში.
აქტ.6:მოსწავლეები
სტუმრობენ მაღაზიას და იღებენ იმ პროდუქტებს, რომელიც მათ სიაში აქვთ, რა თქმა უნდა
უკვე ნასწავლი ფრაზების გამოყენებით. ბოლოს ყველა ბავშვი იკრიბება კაფეში და ამოწმებენ
სწორად წამოიღეს თუ არა პროდუქტი.
აქტ.7:
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას აირჩიონ და დაახარისხონ პროდუქტები სწორ
სვეტში. (handout 2). შემოწმება
წყვილებში და შემდეგ მთელს კლასთან.
აქტ.8: მოსწავლეები ავსებენ წინადადებეს სად რა შეიძლება
ვიყიდოთ. (handout3)
საშინაო
დავალება: კროსვორდის შევსება ახალი ლექსიკური მარაგის გამოყენებით.
რესურსები:
ბარათები, პროექტორი, დაფა, დავალების ფურცლები...
Subscribe to:
Posts (Atom)